ფეხბურთი

19:20 | 28.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ტორპედოს" ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ეროვნულ ლიგაში

საქართველოს ეროვნული ლიგის მე-17 ტურში ქუთაისის „ტორპედომ“ სტუმრად „სამგურალი“ 3:1 დაამარცხა და ზედიზედ მეოთხე გამარჯვება მოიპოვა.

პირველი ტაიმი უგოლოს დასრულდა, მეორე ნახევარში კი, სტუმრებმა 7-წუთიან ინტერვალში ორჯერ გაიტანეს. ანგარიში მერაბ გიგაურმა გახსნა, რასაც ბიორნ იონსენის გოლიც მოჰყვა.

გიორგი ფანცულაიამ სხვაობა შეამცირა, თუმცა, მალევე ნიკოლა ნინკოვიჩმა ორბურთიანი სხვაობა აღადგინა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ქუთაისის „ტორპედო“ 32 ქულით მეორე-მესამე ადგილებს იყოფს „იბერიასთან“ და მომდევნო ტურში „თელავს“ შეხვდება, ხოლო „სამგურალი“ 16 ქულით მეშვიდეა და მეორე წრის ბოლო ტურში „იბერიას“ დაუპირისპირდება.

„სამგურალი“ – „ტორპედო“ 1:3 (0:0)

გოლები: 0:1 გიგაური (54), 0:2 იონსენი (61), 1:2 ფანცულაია (77, პენ), 1:3 ნინკოიჩი (83)

0.1334