ფეხბურთი

17:37 | 28.05.2024 | ნანახია 0 - ჯერ

ჩეხეთის ნაკრების მწვრთნელმა ევროპის ჩემპიონატისთვის შემადგენლობა დაასახელა
განაცხადში 26 ფეხბურთელია, მაგრამ ჩეხებმა სარეზერვო შემადგენლობაც გამოაქვეყნეს

ჩეხეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ივან ჰაშეკმა ევროპის ჩემპიონატისთვის შემადგენლობა დაასახელა.

ჩეხმა სპეციალისტმა 26-კაციანი განაცხადი გამოაქვეყნა, მაგრამ გარდა ამისა, სარეზერვო განაცხადიც დაასახელა, რომელშიც 25 ფეხბურთელია. საქმე ისაა, რომ 7 ივნისამდე მას აქვს ცვლილებების უფლება, რომელსაც თუ მოინდომებს გააკეთებს.

ჩეხეთის ნაკრების ძირითადი განაცხადი ასეთია:

მეკარეები: ვიტეშლავ იაროში (შტურმი), მატეი კოვარი (ლევერკუზენი), ინდრიხ სტანეკი (სლავია)

მცველები: ვლადიმირ ცოუფალი (ვესტ ჰემი), დავიდ დუდერა (სლავია), ტომაშ გოლეში (სლავია), რობინ ჰრანაცი (პლზენი), დავიდ იურაშეკი (ჰოფენჰაიმი), ლადისლავ კრეიჩი (სპარტა), მარტინ ვიტიკი (სპარტა), ტომაშ ვლჩეკი (სლავია), დავიდ ზიმა (სლავია).

ნახევარმცველები: ანტონინ ბარაკი (ფიორენტინა), ვაცლავ ჩერნი (ვოლფსბურგი), ლუკაშ ჩერვი (პლზენი), მატეი იურაშეკი (სლავია), ონდრეი ლინგრი (ფეიენოორდი), ლუკაშ პროვოდი (სლავია), მიხალ სადილეკი (ტვენტე), ტომაშ სოუჩეკი (ვესტ ჰემი), პაველ სულცი (პლზენი)

თავდამსხმელები: ადამ ჰლოზეკი (ლევერკუზენი), ტომაშ ჩორი (პლზენი), მოიმირ ჩიტილი (სლავია), იან კუჩტა (სპარტა), პატრიკ შიკი (ლევერკუზენი)

ყველაზე მეტი ფეხბურთელი „სლავიადან“ გამოიძახეს (8), ასევე არიან „პლზენის“ ოთხი, „სპარტას“ და „ლევერკუზენის“ სამ-სამი ფეხბურთელი. ჩეხეთი 7 და 10 ივნისს ორ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს მალტისა და ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებებთან, ხოლო საქართველოს ნაკრებს 22 ივნისს, ჰამბურგში დაუპირისპირდება.

რაც შეეხება ჩეხეთის სარეზერვო შემადგენლობას, ასეთია:

მეკარეები: ვაცლავ ჰლადკი (იფსვიჩი), მარტინ იედლიკა (პლზენი), ტომაშ კუბეკი (აუგბუსრგი), ტომაშ ვაცლიკი (ალბასეტე)

მცველები: იაკუბ ბრაბეცი (არისი), ადამ გაბრიელი (მიდტიულანდი), სტეფან ჩალუპეკი (ტეპლიცე), ტომაშ კალასი (შალკე), ფილიპ პანაკი (სპარტა), მატეი რინეში (სპარტა), პატრიციო სტრონატი (პუშკაშ აკადემია), იაროსლავ ზელენი (სპარტა), ონდრეი ჟმრჟლი (სლავია)

ნახევარმცველები: მიხალ ჰლავატი (პარდუბიცე), დომინიკ იანოშეკი (ბრედა), პაველ იურიშკა (სლოვაცკო), ლუკაშ კალვაჩი (პლზენი), ალექს კრალი (უნიონი), ლუკაშ მასოპუსტი (სლავია), ლუკაშ სადილეკი (სპარტა), პეტრ შევჩიკი (სლავია)

თავდამსხმელები: დანიელ ფილა (ტეპლიცე), ვაცლავ იურეჩკა (სლავია), ვასი კუშეი (ბოლესლავი), მატეი ვიდრა (პლზენი)


კომენტარები (11)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

22:48 | 24.12.2023
ს.კ.1923 დ.ბ. (2024)

პოლიტანო რას ისვრიდა ტლინკებს ნაზამთრ თიკანივით ვერ გავიგე

22:46 | 24.12.2023
ს.კ.1923 დ.ბ. (2024)

ასე გამწარებით ჩხუბიც არ შეიძლება დალეწეს იქაურობა

16:21 | 24.12.2023
გ.ი.გ.ზ.ი. (43218)

წელს ნაპოლის ყველაზე სუსტი რგოლი დაცვაა, ესე ოთხეულშიც ვერ მოხვდებიან

14:18 | 24.12.2023
Erovnuli-Nakrebi (11812)

პუნქტებად უნდა დავწერო:
1. არავითარი ჩხუბი მანდ არ იყო, უბრალოდ იყო ემოციური საუბარი!
2. ყოჩაღ კვარა! არ იუზრდელა და რასაც ქვია, მართლა წესიერად უპასუხა უკვე არც ისე პატარა მაურინიოს! წესიერი ბიჭია და ეს მას მომავალში ძალიან დაეხმარება!
3. კვარას მიმართ ძალიან უხეშობენ და ეს ფაქტია. უკვე შიშიც აქვს, რადგან თითქმის ყველა ორთაბრძოლა მისი ფეხში ჩარტყმით მთავრდება!
4. მსაჯს ყოჩაღ! როგორც კი დაინახა კვარას მიმართ უხეშობა, მაშინვე დასაჯა მოწინააღმდეგეები!
5. ნაპოლის დიდი ჩავარდნა აქვს ნამდვილად! ნახევარდაცვის ხაზი საზიზღრად გამოიყურება

13:28 | 24.12.2023
Kobe Bean (21691)

ჩემპიონები რომ ვეღარ გახდებოდნენ და მართლა ერთი გავარდნა იყო ვიცოდი,მაგრამ ასეთ ცუდ სეზონსაც არ ველოდი ნაპოლისგან.ოთხეულში მეგონა თუ შევიდოდნენ.ნუ ეხლაც შეუძლიათ ოთხეულში შესვლა მაგრამ ძაან ცუდი გუნდია და გაუჭირდებათ.დაცვა კატასტროფაა ისევე როგორც ცენტრი და არც კვარა-ოსიმენი ფრინავენ

13:10 | 24.12.2023
გ.ი.გ.ზ.ი. (43218)

კვარას გარდა ოსიმენსაც ძაან ცუდი თამაში ქონდა

08:41 | 24.12.2023
KoRBeN DaLLaS (24844)

ჟოზე მაგარია ))
ნოდარა ნათაძე იყო ეგეთი - უხეში, მაგრამ საყვარელი

13:07 | 24.12.2023
გ.ი.გ.ზ.ი. (43218)

განსაკუთრებით ამ სიბერეში დაემსგავსა ნოდარას

06:23 | 24.12.2023
alfadhirhaiti (7530)

თუ ნაპოლიში აღარ უნდა და ამის ბრალია, მაშინ ყველაფერი უნდა გააკეთოს ამისთვის. საამისოდ, პირიქით, მაგრად უნდა ითამაშოს, თორე ისედაც ყველა კარტი კრიჟანი პრეზიდენტის ხელშია და ბოლომდე გამოწურავს კონტრაქტის ამოწურვამდე.

06:20 | 24.12.2023
alfadhirhaiti (7530)

ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მატჩი ჰქონდა კარიერაში. ლომის წვლილი დაიდო წაგებაში.

06:10 | 24.12.2023
გ.ი.გ.ზ.ი. (43218)

ეს დედააფეთქებული დროებით მოგყავს მწვრთნელი ეგ გასაგებია, მაგრამ ისეთი მაინც მოიყვანე ოთხეულში რო შეგიყვანოს

06:08 | 24.12.2023
გ.ი.გ.ზ.ი. (43218)

ეს ჟოზე რა ინტრიგანია რა, რაც ასაკში შედის მით უფრო ყიამყრალი ხდება

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.062862