ფეხბურთი

13:46 | 28.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

სერბეთის ნაკრების საბოლოო განაცხადი ევროპის ჩემპიონატისთვის

სერბეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დრაგან სტოიკოვიჩმა ევროპის ჩემპიონატისთვის საბოლოო, 26-კაციანი განაცხადი დაასახელა.

10 დღის წინ მან გუნდში 35 ფეხბურთელი გამოიძახა, მაგრამ 9 მათგანს სახლში დარჩენა მოუწევს, რადგან სტოიკოვიჩმა არჩევანი შემდეგ 26 ფეხბურთელზე გააკეთა:

მეკარეები: პრედრაგ რაიკოვიჩი (მალიორკა), ვანია მილინკოვიჩ-სავიჩი (ტორინო), დორდე პეტროვიჩი (ჩელსი)

მცველები: ნიკოლა მილენკოვიჩი (ფიორენტინა), სტრაჰინია პავლოვიჩი (ზალცბურგი), მილოშ ვალიკოვიჩი (ვერდერი), სრდან ბაბიჩი (სპარტაკი), ნემანია სტოიჩი (ბაჩკა ტოპოლა), უროს შპაიჩი (ცრვენა ზვეზდა)

ნახევარმცველები: დუშან ტადიჩი (ფენერბაჰჩე), ფილიპ კოსტიჩი (იუვენტუსი), სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩი (ალ-ჰილალი), საშა ლუკიჩი (ფულემი), ანდრია ჟივკოვიჩი (პაოკ), მიატ გაჩინოვიჩი (აეკ), სრდან მიალოვიჩი (ცრვენა ზვეზდა), ლაზარ სამარჯიჩი (უდინეზე), ნემანია გუდელი (სევილია), ნემანია მაკსიმოვიჩი (ხეტაფე), ივან ილიჩი (ტორინო), ველიკო ბირმანჩევიჩი (სპარტა), ფილიპ მლადენოვიჩი (პანათინაიკოსი)

თავდამსხმელები: ალეკსანდრ მიტროვიჩი (ალ-ჰილალი), ლუკა იოვიჩი (მილანი), დუშან ვლაჰოვიჩი (იუვენტუსი), პეტარ რატკოვი (ზალცბურგი)

შეგახსენებთ, რომ სერბეთის ნაკრები ევრო 2024-ის ჯგუფურ ეტაპზე ინგლისის, სლოვენიისა და დანიის ნაკრებებს დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.113063