„ნაპოლის“ „ტორინოს“ მცველი ალესანდრო ბონჯორნო დაუკავშირეს. იტალიური მედიის ცნობით, ანტონიო კონტეს პირველი მოთხოვნა, სწორედ 24 წლის ფეხბურთელის ტრანსფერია.
ნეაპოლელებსა და ბონჯორნოს აგენტს შორის პირველი კონტაქტი უკვე შედგა. „ტორინო“ გუნდის ლიდერს დაახლოებით 40 მილიონ ევროდ აფასებს.
კონტეს 3-მცველია სქემით თამაში მოსწონს, ბონჯორნო კი, „ტორინოში“ სწორედ 3-მცველიან სქემაში თამაშობს და მექანიზმებს კარგად იცნობს.
ალესანდრო ბონჯორნო „ტორინოს“ აკადემიის აღზრდილია, ხოლო ორი სეზონი იჯარით „კარპისა“ და „ტრაპანიში“ აქვს გატარებული.