ფეხბურთი

1:23 | 28.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ბოხუმმა" 0:3 აღმოფხვრა და ბუნდესლიგაში ადგილი შეინარჩუნა

გერმანიის ბუნდესლიგაში დასარჩენი პლეი-ოფის საპასუხო მატჩი გაიმართა, რის შედეგადაც ბუნდესლიგაში „ბოხუმი“ დარჩა.

ჰეიკო ბუტშერის გუნდი ბოლო ტურში ჩაეშვა პლეი-ოფის პოზიციაზე და პირველი მატჩი მეორე ბუნდესლიგის მესამეადგილოსან დიუსელდორფის „ფორტუნასთან“ შინ 0:3 წააგო, თუმცა, ბუნდესლიგაში მაინც „ბოხუმი“ დარჩა.

საპასუხო შეხვედრა დიუსელდორფში ბოხუმელებმა 3:0 მოიგეს და საშინაო მარცხი გააბათილეს. ყველაფერი პენალტების სერიამ გადაწყვიტა, რომელიც სტუმრებმა 6:5 მოიგეს და ბუნდესლიგაში ადგილი შეინარჩუნეს.

დიუსელდორფის „ფორტუნას“ კი, მომდევნო სეზონშიც მეორე ბუნდესლიგაში თამაში მოუწევს.

0.105365