ფეხბურთი

0:53 | 28.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუ საუდი პრო ლიგის ბომბარდირი გახდა და ორი რეკორდიც დაამყარა

კრიშტიანუ რონალდუ საუდის არაბეთის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. „ალ-ნასრმა“ საუდი პრო ლიგის ბოლო ტურში „ალ-იტიჰადი“ 4:2 დაამარცხა, პორტუგალიელმა კი დუბლი შეასრულა.

რონალდუმ 31 მატჩში 35 გოლი გაიტანა და ბომბარდირი გახდა, თანაც ორი რეკორდი დაამყარა. საუდი პრო ლიგის ერთ სეზონში 35 გოლი აქამდე არავის ჰქონდა გატანილი.

გარდა ამისა, რონალდუ პირველი ფეხბურთელია, რომელიც ოთხ ქვეყანაში გახდა საუკეთესო ბომბარდირი - ინგლისში, ესპანეთში, იტალიასა და ახლა უკვე, საუდის არაბეთში.

კრიშტიანუმ 35 გოლთან ერთად საუდი პრო ლიგაში 11 საგოლე პასიც გააკეთა. მან 7 გოლით აჯობა მეორე ადგილზე გასულ ალეკსანდრ მიტროვიჩს.

აქვე გეტყვით, რომ სოლომონ კვირკველიას „ალ ოხდუდმა“ ბოლო ტურში „ალ ტაე“ 2:0 დაამარცხა, გასავარდნი ზონა დატოვა და უმაღლეს დივიზიონში ადგილი შეინარჩუნა. ქართველ მცველს მცირე ტრავმის გამო არ უთამაშია.

0.118193