ფეხბურთი

21:40 | 27.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

ალბანეთის ნაკრების შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატისთვის

ალბანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სილვინიომ ევროპის ჩემპიონატისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა, რომელშიც 27 ფეხბურთელი შეიყვანა.

ალბანეთი ევროპის ჩემპიონატზე ისტორიაში მეორედ ითამაშებს და შემადგენლობა ასეთია:

მეკარეები: სიმონ სიმონი (აინტრახტი), ელჰან კასტრატი (ჩიტადელა), თომას სტრაკოშა (ბრენტფორდი), ეტრიტ ბერიშა (ემპოლი)

მცველები: ივან ბალიუ (რაიო ვალეკანო), მარიო მიტაი (ლოკომოტივი მოსკოვი), ელსეიდ ჰისაი (ლაციო), არლინდ აჯეტი (კლუჟი), ბერატ ჯიმშიტი (ატალანტა), ენეა მიჰაი (ფამალიკაო), მარაშ კუმბულა (სასუოლო), ნასერ ალიჯი (ვოლუნტარი), არდიან ისმაილი (ემპოლი)

ნახევარმცველები: ამირ აბრაში (გრასჰოპერსი), ნედიმ ბაირამი (სასუოლო), ქაზიმ ლაჩი (სპარტა), ილბერ რამადანი (ლეჩე), კრისტიან ასლანი (ინტერი), მედონ ბერიშა (ლასკი), ერნესტ მუჩი (ბეშითქაში), კლაუსი გიასულა (დარმშდადტი)

თავდამსხმელები: რეი მანაი (სივასპორი), იასირ ასანი (გუანჯუ), ტოლენტ სეფერი (ბანიასი), არმანდო ბროია (ფულემი), არბერ ჰოქსა (დინამო ზაგრები), მირლინდ დაკუ (რუბინი)

შეგახსენებთ, რომ ალბანეთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე იტალიის, ხორვატიის და ესპანეთის ნაკრებებს დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.114947