სხვა

17:55 | 27.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

Grand Bellagio Championship: საერთაშორისო ტურნირი ბათუმში პირველად ჩატარდა

ბათუმმა, “გრანდ ბელა ჯიო ვორლდ ჩემპიონშიპის” ღონისძიებას უმასპინძლა. ტურნირი აჭარაში პირველად ჩატარდა. ცხრა ბრძოლიდან ოთხი კიკ-ბოქსინგის წესებით შედგა, ხოლო ხუთი კი ემ-ემ-ეის.

ადგილობრივი სპორტსმენების გარდა, ბათუმში ბრაზილიელმა, მაროკოელმა, რუმინელმა, აზერბაიჯანელმა, ბაჰრეინელმა და თურქმა სპორტსმენებმა იბრძოლეს.

ოთხი ქართველიდან სამმა, თავისი ბრძოლა მოიგო. ღონისძიებას, სპეციალური სტუმრის სტატუსით, ბევრი ცნობილი სპორტსმენი ყავდა. მათ შორის მსოფლიოს ჩემპიონი მკლავჭიდში, ლევან საგინაშვილი და ამერიკელი ბობ სეპი. ის ვეტერანი მებრძოლია და ხშირათ შეხვდებით ჰოლივუდის ფილმებში.

ამერიკული ფეხბურთის ყოფილ მოთამაშეს, ვეტერან მოჭიდავეს და ჩემპიონს, შერეულ ორთაბძოლებში, ათზე მეტ ჰოლივუდის ფილმში უთამაშია. მან რინგზე ლევან საგინაშვილი გამოიწვია. ქართველმა ჰალკმა ის მხოლოთ ხელის გადაწევაში დაამარცხა.

"გრანდ ბელა-ჯიო ჩემპიონშიპი ფანტასტიკური იყო. ვიხილეთ შესანიშნავი, დაძაბული და საინტერესო ბრძოლები. აქ ვნახე უზარმაზარი გოლიათი, უფრო დიდი ვიდრე მე. ლევან საგინაშვილი შესანიშნავი ბიჭია. საქართველოში აუცილებლათ დავბრუნდები, რადაგან თქვენს ქვეყანაში ფანტასტიკური ქომაგობა სცოდნიათ. ასევე გაქვთ უგემრეიელსი კერძები", - თქვა ბობ სეპმა.

"როგორც ველოდით, შესანიშნავი ბრძოლები ვიხილეთ. ცხელი და დაძაბული. მომავალში კი უფრო მეტს ვგეგმავთ. სავარაუდოთ ივლისში კიდევ ერთი ღონისძიება ჩატარდება", - განაცხადა ალიმ ნაბიევმა.

0.144577