სხვა

10:17 | 27.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ძალოსანთა U17 ნაკრების პირველი ადგილი მსოფლიოს ჩემპიონატზე

ძალოსანთა U17 ნაკრებმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს საქართველოს დროშა ყველაზე მაღლა ააფრიალა, მსოფლიო არენაზე საქართველოს ჰიმნი ააჟღერა და მკერდი ოქროს მედლებით დაიმშვენა!

ჭაბუკ ძალოსანთა ნაკრების ანგარიშზე გუნდური პირველი ადგილია, 8 მედალი მოიპოვა და მედლებით მესამე პოზიცია დაიკავა. ირაკლი ვეკუამ მსოფლიო ჩემპიონობა 3 ოქროს მედლით იზეიმა. გივი დარსაველიძემ ატაცში ბრინჯაოს მედლით მსოფლიო პრიზიორის ტიტული მიიღო.

ლუკა სილაგაძემ ატაცსა და აკვრაში ბრინჯაოს მედლები მოიპოვა, ხოლო ორჭიდის ჯამში ვერცხლის მედლის მფლობელი და მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი გახდა!

ასევე წარმატებას მიაღწია 14 წლის ჯაბა ტყეშელაშვილმა. რომელმაც მიუხედავად ასაკისა, 17 წლამდელების შეჯიბრზე მედლის მოპოვება შეძლო. ძალოსანმა ატაცში მკერდი ვერცხლის მედლით დაიმშვენა და საქართველოს რეკორდის დამყარებაც შეძლო.

0.119543