იტალიის სერია A-ს ნახევარფინალური სერიის მეორე მატჩში „ვირტუს ბოლონიამ“ „ვენეცია“ დაძაბულ ბრძოლაში 79:78 დაამარცხა.
აღსანიშნავია, რომ ლუკა ბანკის გუნდი პირველი ტაიმის შემდეგ 17 ქულით იგებდა, მაგრამ სოლიდური უპირატესობა ლამის გაანიავა და საბოლოოდ, ერთი ქულის სხვაობით გაიმარჯვა.
თორნიკე შენგელიამ 15 წუთში 5 ქულა, 4 მოხსნა და 3 პასი მიითვალა. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა 5-დან 1 ორქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო 1 სამქულიანი ააცილა.
„ვირტუსი“ სერიაში 2:0 დაწინაურდა, მომდევნო მატჩი კი, 29 მაისს, ვენეციაში გაიმართება.