ფეხბურთი

1:55 | 27.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

ჩავის ბოლო მატჩი "ბარსელონამ" მოიგო: ლა ლიგაში ყველა ვერდიქტი ცნობილია (+VIDEO)

ესპანეთის ლა ლიგის 2023-2024 წლების სეზონი დასრულდა. ბოლო შეხვედრა „სევილიასა“ და „ბარსელონას“ შორის გაიმართა, რომელიც სტუმრებმა 2:1 მოიგეს.

რობერტ ლევანდოვსკის გოლს იუსეფ ენ ნესირმა უპასუხა, ხოლო გამარჯვების გოლი ფერმინ ლოპესმა გაიტანა. ამრიგად, ჩავი „ბარსელონას“ გამარჯვებით დაემშვიდობა, მისი გუნდი კი, 85 ქულით მეორე ადგილზე გავიდა.

ლა ლიგაში ყველა ვერდიქტი ცნობილია:

ჩემპიონთა ლიგაზე „რეალი“ (ჩემპიონი), „ბარსელონა“, „ჟირონა“ და „ატლეტიკო“ გავიდნენ, ევროპა ლიგაზე „ბილბაო“ და „სოსიედადი“ ითამაშებენ, კონფერენს ლიგაზე კი - „ბეტისი“.

ლა ლიგიდან გავარდნენ „კადისი“, „ალმერია“ და „გრანადა“, სამაგიეროდ, ლა ლიგა 2-დან აღზევდა „ვალიადოლიდი“, ხოლო დანარჩენი ორი გუნდის ვინაობა მოგვიანებით გაირკვევა.

ლა ლიგის ბომბარდირი „ჟირონას“ ფეხბურთელი არტიომ დოვბიკი გახდა (24 გოლი), რომელმაც ერთი გოლით აჯობა ალექსანდერ სორლოთს (ვილიარეალი).

1. რეალი 38 29 8 1 87 26 61 95
2. ბარსელონა 38 26 7 5 79 44 35 85
3. ჟირონა 38 25 6 7 85 46 39 81
4. რეალი 38 24 4 10 70 43 27 76
5. ბილბაო 38 19 11 8 61 37 24 68
6. სოსიედადი 38 16 12 10 51 39 12 60
7. ბეტისი 38 14 15 9 48 45 3 57
8. ვილიარეალი 38 14 11 13 65 65 0 53
9. ვალენსია 38 13 10 15 40 45 -5 49
10. ალავესი 38 12 10 16 36 46 -10 46
11. ოსასუნა 38 12 9 17 45 56 -11 45
12. ხეტაფე 38 10 13 15 42 54 -12 43
13. სელტა 38 10 11 17 46 57 -11 41
14. სევილია 38 10 11 17 48 54 -6 41
15. მალიორკა 38 8 16 14 33 44 -11 40
16. ლას პალმასი 38 10 10 18 33 47 -14 40
17. რაიო ვალეკანო 38 8 14 16 29 48 -19 38
18. კადისი 38 6 15 17 26 55 -29 33
19. ალმერია 38 3 12 23 43 75 -32 21
20. გრანადა 38 4 9 25 38 79 -41 21
0.120135