ფეხბურთი

23:40 | 26.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

"პორტუმ" პორტუგალიის თასი მეოცედ მოიგო

პორტუგალიის თასი „პორტუმ“ მოიგო, რომელმაც ფინალში დრამატულ ბრძოლაში „სპორტინგი“ 2:1 დაამარცხა.

სენტ ჯუსტის გოლით ლისაბონელები მეოცე წუთზე დაწინაურდნენ, მაგრამ ხუთ წუთში ევანილსონმა გაათანაბრა, ხოლო 29-ე წუთზე გოლის ავტორი სენტ ჯუსტი გააძევეს. რუბენ ამორიმის გუნდმა 10 ფეხბურთელით თამაშის დამატებით დრომდე მიყვანა მოახერხა.

თუმცა, მე-100 წუთზე მეჰდი ტარემიმ „დრაკონებს“ მოაგებინა. „პორტუმ“ პორტუგალიის თასი ისტორიაში მეოცედ მოიგო.

აქვე გეტყვით, რომ წელს პორტუგალიის ჩემპიონი „სპორტინგი“ გახდა.

0.115517