ფეხბურთი

21:25 | 26.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

იტალიური მედია: პსჟ დიდ ინვესტიციას უფრო კვარაცხელიაში განახორციელებს, ვიდრე ოსიმენში

ცნობილი იტალიური გაზეთი Tuttosport-ი წერს, რომ „პარი სენ-ჟერმენი“ დიდ ინვესტიციას უფრო მოსალოდნელია, რომ ხვიჩა კვარაცხელიაში განახორციელებს, ვიდრე ვიქტორ ოსიმენში.

ორივე ფეხბურთელს პსჟ-ს უკავშირებენ, მაგრამ ტურინული გაზეთის აზრით, პარიზელებს კილიან მბაპეს შემცვლელად ქართველი უფრო მეტად ესახებათ.

„ოსიმენი „ნაპოლის“ დატოვებს გამოსასყიდი პუნქტით გათვალისწინებული 130 მილიონი ევროს სანაცვლოდ, მაგრამ ჯერ უცნობია ვინ გადაიხდის ასეთ თანხას. პსჟ უფრო მეტად ასეთ მაღალ ინვესტიციას კვარაცხელიაში გააკეთებს, ვიდრე ნიგერიელში“, - წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლისთან“ კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

0.133734