ფეხბურთი

17:32 | 26.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ჩელსიმ" "ლესტერს" ენცო მარესკას გამო შეიძლება 10 მილიონი გადაუხადოს

ლონდონის „ჩელსი“ მაურისიო პოჩეტინოს შემცვლელს ეძებს და მთავარი ფავორიტი ენცო მარესკაა.

ბრიტანული მედიის ცნობით, არაა გამორიცხული ლონდონელებმა „ლესტერ სიტის“ მარესკას გასათავისუფლებლად საჭირო თანხა, 10 მილიონი ევრო გადაუხადონ. სწორედ ეს არის კომპენსაცია, რომლის სანაცვლოდ იტალიელს „მელიების“ დატოვება შეუძლია.

მარესკას „სევილიაც“ იწვევდა, სადაც ის 2005-2009 წლებში თამაშობდა, მაგრამ ესპანური კლუბი უარით გაისტუმრა. როგორც თავად თქვა, კარიერის ინგლისში გაგრძელება სურს.

ენცო მარესკა „მანჩესტერ სიტიში“, პეპ გვარდიოლას შტაბში მუშაობდა, ასევე მცირე ხნით იყო „პარმას“ მთავარი მწვრთნელი, ხოლო 2023 წელს „ლესტერი“ ჩაიბარა, რომელიც ჩემპიონშიფიდან პრემიერლიგაში გადაიყვანა.

„ჩელსიდან“ ცოტა ხნის წინ მაურისიო პოჩეტინო დაითხოვეს და ლონდონური კლუბი ამჟამად უმწვრთნელოდაა. თუმცა, მარესკა არ არის ერთადერთი კანდიდატი, რომელიც "არისტოკრატებს" ჰყავთ - ასევე ასახელებენ თომას ფრანკის, კირან მაკენას და რობერტო დე ძერბის ვარიანტებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.127086