ინგლისის ჩემპიონშიფის პლეი-ოფის ფინალში „ლიდს იუნაიტედი“ და „საუთჰემპტონი“ ითამაშებენ და ეს სეზონის ყველაზე შემოსავლიანი მატჩი იქნება.
დიახ, ჩემპიონთა ლიგის ფინალის მონაწილეებიც კი ვერ მიიღებენ იმ ოდენობის თანხას, რასაც „ლიდსსა“ და „საუთჰემპტონს“ შორის გამარჯვებული.
ფინალის მომგები პრემიერლიგაში დაწინაურდება, რისთვისაც დაახლოებით 165 მილიონ ევროს მიიღებს! თანხა განსაზღვრულია სატელევიზიო უფლებებიდან მიღებული შემოსავლით. ეს მართლაც წარმოუდგენელი ამბავია, მაგრამ ასეა - ჩემპიონშიფის ფინალში თამაში ფინანსურად უფრო შემოსავლიანია, ვიდრე ჩემპიონთა ლიგის.
შეგახსენებთ, რომ ფინალს „უემბლი“ უმასპინძლებს.