სხვა

13:30 | 26.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

ჯაბა ტყეშელაშვილი მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონია!

პერუში მიმდინარე U17 ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე, საქართველოს ძალოსანთა ნაკრების ანგარიშზე კიდევ ერთი მედალია. 102 კილოგრამ წონით კატეგორიაში ჯაბა ტყეშელაშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა. ქართველმა ძალოსანმა ატაცში 135 და 141 კილოგრამი დაძლია და ვიცე-ჩემპიონი გახდა.

გარდა ამისა ტყეშელაშვილმა 15-წლამდელთა საქართველოს რეკორდი 4 კილორამით გააუმჯობესა. მან აკვრაში დაძლეული 161 და 168 კილოგრამით მე-4 ადგილი დაიკავა, იგივე საფეხურზეა ორჭიდში მოგროვილი 309 კილოგრამითაც.

საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ზურაბ ანთაურის ხელმძღვანელობით კიდევ ერთმა ქართველმა, დავით კირვალიძემ იასპარეზა.

მან სამივე ცდა 125, 129 და 132 კგ. წარმატებით დაძლია და მე-8 ადგილი ერგო. ქართველმა ძალოსანმა აკვრაში თავი 155 და 160 კილოგრამს გაართვა და კვლავ მე-8 ადგილზე გავიდა, ხოლო ორჭიდში მოგროვილი 292 კილოგრამით - მე-7 ადგილი ერგო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.111782