ფეხბურთი

12:18 | 26.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

ბონუჩი სეზონის ბოლოს კარიერას დაასრულებს

„ფენერბაჰჩეს“ 37 წლის მცველი ლეონარდო ბონუჩი საფეხბურთო კარიერას ამთავრებს.

„სასიამოვნო იყო ამ შესანიშნავი ოჯახის ნაწილი ვყოფილიყავი. ვცდილობდი ჩემი საუკეთესო მხარე გამომეჩინა მოედანზე და მის მიღმა. ხვალ ბოლო ბრძოლა გვექნება. მინდა კარიერა ტიტულით დავასრულო. ჩემპიონობის შანსი ჯერ კიდევ გვაქვს“, - ციტირებს ბონუჩის სიტყვებს თურქული კლუბის ვებ-გვერდი.

თანაგუნდელებმა იტალიელს სამახსოვრო მაისურა აჩუქეს ავტოგრაფებით.

თურქული სუპერლიგის დამთავრებამდე ერთი ტურით ადრე, „ფენერბაჰჩე’“ ლიდერ „გალათასარაის“ 3 ქულით ჩამორჩება. კვირას 26 მაისს „ფენერი“ „ისთამბულისფორს“ უმასპინძლებს, „გალათასარაი“ კი „ქონიასფორს“ ეწვევა.

შეგახსენებთ, რომ 11 იანვარს ბონუჩიმ თურქულ კლუბთან კონტრაქტი გააფორმა. სანამ „ფენერბაჰჩეს“ ფეხბურთელი გახდებოდა, ბონუჩი ბერლინის „უნიონში“ თამაშობდა. 36 წლის ფეხბურთელმა გერმანულ გუნდთან კონტრაქტი გასულ იანვარს გაწყვიტა.

მანამდე ბონუჩიმ ჯამში 12 წელი გაატარა „იუვენტუსში.“

0.110387