ფეხბურთი

11:45 | 26.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

ალექს სანდრომ "იუვენტუსში" პაველ ნედვედის მიღწევა გაიმეორა

„იუვენტუსის“ მცველმა ალექს სანდრომ პაველ ნედვედის მიღწევა გაიმეორა. ის არის „იუვენტუსის“ ლეგიონერებს შორის ფეხბურთელი, რომელმაც ყველაზე მეტი მატჩი ჩაატარა ტურინულ გრანდში.

ალექს სანდრომ 2015-2024 წლებში „იუვეს“ რიგებში 327 შეხვედრა ჩაატარა, რითაც ლეგენდარული ჩეხის, ნედვედის მიღწევა გაიმეორა, რომელმაც 2001-2009 წლებში ასევე 327-ჯერ ითამაშა „იუვეში“. ამაზე მეტჯერ „იუვენტუსის“ მაისურით არაიტალიელებს შორის არავის უთამაშია.

აღსანიშნავია, რომ ალექს სანდრო რეკორდის ერთპიროვნული მფლობელი ვერ გახდება, რადგან მან ბოლოჯერ ითამაშა „იუვენტუსში“. კონტრაქტი 30 ივნისს იწურება და ის არ გახანგრძლივდება. ტურინული პუბლიკა 33 წლის ბრაზილიელს უკვე დაემშვიდობა.

აღსანიშნავია, რომ ალექს სანდრომ „ბებერი ქალბატონის“ რიგებში ჩატარებულ ბოლო მატჩში გოლიც გაიტანა და „მონცას“ წინააღმდეგ გამოიჩინა თავი. სამხრეთამერიკელმა „იუვენტუსში“ ხსენებულ 327 შეხვედრაში 16 გოლი მიითვალა, ზაფხულში კი, ახალი გუნდის მოძებნა მოუწევს.

0.1073