ფეხბურთი

23:26 | 25.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

ორ ავტობუსს, რომლებშიც „ლიონის“ გულშემატკივრები იმყოფებოდნენ, პსჟ-ის ფანები თავს დაესხნენ და დაწვეს

საფრანგეთის თასის ფინალური მატჩის წინ ორი ავტობუსი, რომლითაც „ლიონის“ გულშემატკივრები გადაჰყავდათ, დაიწვა - იტყობინება ფრანგული მედია.

ეს მოხდა ლილიდან 60 კმ-ში, სადაც „ლიონი“-პსჟ-ის თამაში უნდა გამართულიყო. „პარი სენ-ჟერმენის“ გულშემატკივრები ცეცხლსასროლი იარაღით თავს დაესხნენ ავტობუსს, რომელშიც მოწინააღმდეგე გუნდის გულშემატკივრები ისხდნენ, რის შემდეგაც მანქანას ცეცხლი გაუჩნდა.

აღსანიშნავია, რომ შემთხვევის შედეგად ამ დროისთვის არავინ დაშავებულა.

მატჩი ამ წუთებში მიმდინარეობს.

თეგებილიონიპსჟ
0.120456