20:52 | 25.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

კოუტინიო შესაძლოა ბრაზილიურ „ვასკუ და გამაში“ დაბრუნდეს

„ასტონ ვილას“ 31წლის ნახევარმცველი ფილიპე კოუტინიო, რომელიც იჯარით თამაშობს „ალ-დუჰაილში,“ „ვასკუ და გამაში“ გადავა - წერს X-ზე (ყოფილი ტვიტერი) ჟურნალისტი სეზარ ლუის მერლო.

წყაროს ცნობით, ბრაზილიელმა ყატარულ კლუბთან კონტრაქტი გაწყვიტა და სამხრეთ ამერიკულ კლუბთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. „ვასკუ და გამა“ უკვე „ასტონ ვილასაც“ ეკონტაქტება.

კოუტინიო ამ ბრაზილიური კლუბის აღზრდილია. კარიერის განმავლობაში ის „ინტერში,“ „ესპანიოლში,“ „ლივერპულში,“ „ბარსელონასა“ და „ბაიერნში“ თამაშობდა. წლების განმავლობაში, ნახევარმცველმა სულ 11 ტიტული მოიგო სხვადასხვა გუნდებთან ერთად, მათ შორის უეფას ჩემპიონთა ლიგა და კოპა ამერიკა.

ამ სეზონში კოუტინიომ „ალ-დუჰაილში“ 21 მატჩი ჩაატარა ყველა ტურნირზე, რომელებშიც ექვსი ბურთი გაიტანა და სამი საგოლე გადაცემა შეასრულა. ფეხბურთელის კონტრაქტი ყატარულ კლუბთან წლეულს ივნისის ბოლომდე გახლდათ ძალაში.

0.11579