შოტლანდიის თასის ფინალში „ოლდ ფირმის“ დერბი გაიმართა, რომელშიც „სელტიკმა“ „რეინჯერსი“ დაამარცხა და სეზონი ტიტულით დაასრულა.
„სელტიკმა“ „რეინჯერსს“ მიმდინარე სეზონში შოტლანდიის ჩემპიონატშიც აჯობა და ამჯერად თასის ფინალიც მოუგო. ასე რომ, ეს სეზონი ბრენდან როჯერსის გუნდის იყო.
შეხვედრა ძალია დაძაბული გამოდგა და ყველაფერი ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა, რომელიც 90-ე წუთზე გავიდა. მისი ავტორი ადამ იდა გახლავთ, რომელმაც „თეთრ-მწვანეებს“ უპრინციპულეს მეტოქესთან მოაგებინა.
გლაზგოს „სელტიკმა“ შოტლანდიის თასი ისტორიაში 42-ედ მოიგო.