ფეხბურთი

19:16 | 25.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

ტენ ჰაგი: „სლოტი „ლივერპულის“ ფილოსოფიას შეესაბამება“

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარმა მწვრთნელმა, ერიკ ტენ ჰაგმა, ნიდერლანდელი სპეციალისტის არნე სლოტის „ლივერპულში“დანიშვნის თაობაზე ისაუბრა.

„მისი დანიშვნა პოზიტიურია ზოგადად ნიდერლანდელი მწვრთნელებისთვის და არნე სლოტი ასევე უხდება „ლივერპულს“ მისი ფილოსოფიის გამო. იურგენ კლოპმა და პეპეინ ლიენდერსმა მყარი საფუძველი შექმნეს.

სლოტი უფრო ხელსაყრელ პირობებში აღმოჩნდა, ვიდრე მე გადავედი „მანჩესტერ იუნაიტედში" - კლუბის სტრუქტურული ბალანსის მხრივ", - ციტირებს ტენ ჰაგის სიტყვებს Mirror.

45 წლის არნე სლოტი „ფეიენოორდის“ მთავარი მწვრთნელია 2021 წლის ზაფხულიდან. ამ პერიოდში მისი ხელმძღვანელობით როტერდამულმა კლუბმა ყველა ტურნირზე 145 მატჩი ჩაატარა 94-ჯერ მოიგო, 27-ჯერ ფრედ ითამაშა და 24-ჯერ დამარცხდა.

0.131096