თურქეთის ქალაქ ანტალიაში მიმდინარე 10-ათასიან ტურნირზე წინ მიიწევს ქართველი ჩოგბურთელი ალექსანდრე მეტრეველი, რომელსაც მე-8 განთესვა გააჩნია.
მეტრეველი მეოთხედფინალში კვალიფიკაციის ერთ-ერთ გამარჯვებულ – უკრაინელ დენის მილოკოსტოვს გადაეყარა და 6:4, 6:4 დაამარცხა.
მეოთხედფინალში ქართველის პირისპირ ასევე უკრაინელი, მე-4 ნომრით მოთამაშე ვლადისლავ მანაფოვი დადგება.
ისიც ვთქვათ, რომ მეტრეველს რევანშის აღების შანსი მიეცემა, რადგანაც წყვილებში მან და უკრაინელმა ალეკსეენკომ იმავე მანაფოვთან და დევიატიაროვთან 1:6, 4:6 წააგეს.