ფეხბურთი

22:12 | 24.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ტორპედომ" "გაგრა" დრამატულ ბრძოლაში დაამარცხა

საქართველოს ეროვნული ლიგის მე-16 ტური ორი მატჩით დასრულდა. ძალიან დრამატული გამოდგა „ტორპედოს“ და „გაგრას“ შეხვედრა, რომელიც მასპინძლებმა 2:1 მოიგეს.

„გაგრა“ პირველივე წუთზე მათე ვაწაძის გოლით დაწინაურდა და დიდხანს იგებდა. თუმცა, სტივ კინის გუნდმა ბოლოს მოახერხა ვითარების გამოსწორება: 86-ე წუთზე ფელიპე პირესმა გაათანაბრა, ხოლო მსაჯის მიერ კომპენსირებულ მეხუთე წუთზე ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირმა ბიორნ იონსენმა გამარჯვების მომტანი გოლი გაიტანა.

„ტორპედო“ 29 ქულით მეოთხე ადგილზეა და მომდევნო ტურში „სამგურალს“ შეხვდება, ხოლო „გაგრა“ 16 ქულით მეცხრეა და წინ „იბერიასთან“ შეხვედრა აქვს.

„თელავმა“ საკუთარ მოედანზე უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა უშუალო კონკურენტ „სამგურალთან“. პირველივე ტაიმში თორნიკე მორჩილაძემ და დაჩი ცნობილაძემ გაიტანეს ორი გოლი სტუმართა კარში. მიხეილ აშვეთიას გუნდმა ბოლოსკენ ნიკა კალანდარიშვილის გოლით სხვაობა შეამცირა, თუმცა მეტი ვეღარ შეძლო.

„თელავი“ 16 ქულით მეშვიდე ადგილზეა და მომდევნო ტურში „სამტრედიას“ შეხვდება, ხოლო „სამგურალი“ ასევე 16 ქულით მერვეა და წინ „ტორპედოსთან“ მატჩი აქვს.

„თელავი“ – „სამგურალი“ 2:1 (2:0)

გოლები: 1:0 მორჩილაძე (28), 2:0 ცნობილაძე (32), 2:1 კალანდარიშვილი (78)

"ტორპედო" - "გაგრა" 2:1 (0:1)

გოლები: 0:1 ვაწაძე (1), 1:1 პირესი (86), 2:1 იონსენი (86)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.139963