უეფამ ევროპა ლიგის 2023-2024 წლების სეზონის სიმბოლური ნაკრები დაასახელა. საუკეთესო 11-ეული შეარჩია უეფას სპეციალურმა ჯგუფმა, რომლებიც მთელი სეზონის განმავლობაში ტურნირზე მუშაობდნენ.
გასაკვირი არაა, რომ სიმბოლურში ფინალისტების, „ატალანტას“ და „ლევერუზენის“ ფეხბურთელების დომინაციაა:
მეკარე: მილე სვილარი (რომა)
მცველები: ჯანლუკა მანჩინი (რომა), ჯონათან ტაა (ლევერკუზენი), ბერატ ჯიმსიტი (ატალანტა)
ნახევარმცველები: ჯერემი ფრიმპონგი (ლევერკუზენი), ტეუნ კუპმაინერსი (ატალანტა), გრანიტ ჯაკა (ლევერკუზენი), მატეო რუჯერი (ატალანტა)
თავდამსხმელები: ფლორიან ვირტცი (ლევერკუზენი), პიერ-ემერიკ ობამეიანგი (მარსელი), ადემოლა ლუკმენი (ატალანტა)
შეგახსენებთ, რომ ევროპა ლიგის ფინალში ბერგამოს „ატალანტამ“ „ლევერკუზენი“ 3:0 დაამარცხა და ისტორიაში პირველად მოიგო ეს ტიტული.