ძიუდო

15:54 | 24.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოსთვის იბრძოლებს

აბუ დაბიში საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე გუნდურ ასპარეზობას აგრძელებს. ჩვენი ქვეყნის გუნდი პირველი წრიდან თავისუფალი იყო. 15 ქვეყანას შორის, რომელიც გუნდური პირველობისთვის იბრძოდა, ქართველი ძიუდოისტები ბრინჯაოს მედლის მოპოვებას ეცდებიან.

მათ უნგრეთის წინააღმდეგ 5-დან 4 დაპირისპირება მოიგეს და მეტოქე დიდი ანგარიშით 4:1 დაამარცხეს. ერთადერთი ბრძოლა სოფიო სომხიშვილმა დათმო, ხოლო ლუკა ბაბუციძემ, გურამ თუშიშვილმა, ნინო ლოლაძემ და გიორგი ჩიხელიძემ გამარჯვება მოიპოვეს. მეექვსე დაპირისპირებას ანგარიშიდან გამომდინარე აზრი აღარ ჰქონდა და ეთერ ასკილაშვილმა ეს ეტაპი დაისვენა. ამ გამარჯვებით საქართველო ნახევარფინალში გავიდა, სადაც საფრანგეთის ძლიერ გუნდს შეხვდა.

საფრანგეთთან ქართველმა ძიუდოისტებმა იბრძოლეს, თუმცა საბოლოოდ 4:2 დამარცხდნენ. ჩვენს ქვეყანას გამარჯვებები თუშიშვილმა და ჩიხელიძემ მოუტანეს, ხოლო ბაბუციძე, ლოლაძე, ასკილაშვილი და სომხიშვილი ვერაფერს გახდნენ. საქართველო ახლა ბრინჯაოს მედლისთვის გერმანიას გაეჯიბრება.

შეგახსენებთ, რომ ინდივიდუალურ ასპარეზობაში ქართველმა ძიუდოისტებმა 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს, რომელიც შესაბამისად გიორგი სარდალაშვილის, ტატო გრიგალაშვილის, გურამ თუშიშვილის და ვაჟა მარგველაშვილის ანგარიშზეა. ჩვენი ქვეყანა ინდივიდუალურ ჩათვლაში მხოლოდ იაპონიას ჩამორჩა და მეორე ადგილზე გავიდა.

0.115218