სან პაულოში მიმდინარე 2024 წლის მსოფლიო თასის გათამაშებაზე, საქართველოს ეტლით მოფარიკავე ქალთა ნაკრებმა წარმატებული სტარტი აიღო.
ხმლით ფარიკაობაში ნინა თიბილაშვილმა ფინალური შეხვედრა ჩინელ მოწინააღმდეგესთან ანგარიშით 8:15 დათმო და ვერცხლის მედალი მოიპოვა. ასევე შეჯიბრის პირველ დღეს ირმა ხეცურიანმა ფინალში გადასასვლელი დაპირისპირება, ჩინელ პარა სპორტსმენთან 13:15 წააგო და ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.
ჩვენი ქვეყნის ეტლით მოფარიკავე ქალთა ნაკრები ტურნირზე გამოსვლას განაგრძობს. დღეს, ირმა ხეცურიანი, ნინა თიბილაშვილი და გვანცა ზადიშვილი მაღალი სინჯის მედლების მოპოვებას რაპირით ფარიკაობაში ეცდებიან.
გეტყვით, რომ ეტლით ფარიკაობაში სან პაულო 2024 მსოფლიო თასის გათამაშება #parizi2024 პარალიმპიადის შემაჯამებელი ტურნირია.