ლონდონის „ვესტ ჰემის“ ნახევარმცველი ლუკას პაკეტა შესაძლოა, დისკვალიფიკაციით დაისაჯოს.
FA-მ ბრაზილიელ ფეხბურთელს ფსონების განთავსების გამო ბრალი წაუყენა. როგორც ინგლისელები იტყობინებიან, 2022-2023 წლებში პაკეტა ყვითელ ბარათებს განზრახ იღებდა, რადგან ფსონი მას და მის მეგობრებს ჰქონდათ განთავსებული.
საუბარი „ასტონ ვილას“, „ლიდსის“, „ლესტერის“ და „ბორნმუთის“ წინააღმდეგ მიღებულ ყვითელ ბარათებში ადანაშაულებენ, თუმცა, თვითონ ბრალს არ აღიარებს:
„ძალია გაკვირვებული და ნაწყენი ვარ. 9 თვის განმავლობაში ვთანამშრომლობდი გამოძიებასთან და ვაძლევდი ყველა საჭირო ინფორმაციას. სრულიად უარვყოფ ბრალდებებს და ვიბრძოლებ ჩემი სახელის დასაცავად. მიმდინარე სასამართლო პროცესზე მეტ კომენტარს ვერ გავაკეთებ“, - დაწერა პაკეტამ სოციალურ ქსელში.
ბრალდების დამტკიცების შემთხვევაში ლუკას პაკეტას ხანგრძლივი დისკვალიფიკაცია ემუქრება.