საქართველოს ეროვნული ლიგის მე-16 ტურის ცენტრალურ შეხვედრაში „დინამო თბილისმა“ „დინამო ბათუმს“ უმასპინძლა.
ორივე გუნდი ცუდ ფორმაში შეხვდა მატჩს და ამჯერად ბათუმელებმა მოიგეს. არადა, პირველი ტაიმის მიწურულს ვასილიოს გორდეზიანმა გახსნა ანგარიში და მასპინძლებმა ტაიმი მოიგეს.
მეორე ნახევრის სტარტზე კი, პაატა ღუდუშაურმა გაათანაბრა, მალევე მარამ სტუმრები დააწინაურა და გამარჯვების გოლიც გაიტანა.
„დინამო ბათუმი“ 30 ქულით მესამე ადგილზეა და მომდევნო ტურში გორის „დილას“ შეხვდება, ხოლო „დინამო თბილისი“ 18 ქულით მხოლოდ მეექვსეა და მომდევნო ტურში „კოლხეთს“ ეთამაშება.
„დინამო თბილისი“ – „დინამო ბათუმი“ 1:2 (1:0)
გოლები: 1:0 გორდეზიანი (39), 1:1 ღუდუშაური (46), 1:2 მარა (53)