ფეხბურთი

21:35 | 23.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

"იბერია" "კოლხეთთან" დამარცხდა

საქართველოს ეროვნული ლიგის მე-16 ტურში თბილისის „იბერიამ“ ფოთის „კოლხეთს“ უმასპინძლა და მარცხი განიცადა.

მატჩის გმირი გიორგი მელქაძე იყო, რომელმაც მე-18 და 23-ე წუთებზე ორჯერ დალაშქრა გიორგი მიქაძის გუნდის კარი და შეხვედრის ბედი გადაწყვიტა. დარჩენილ დროში არაფერი შეცვლილა.

ამრიგად, ფოთელებმა კახა ჩხეტიანის ხელმძღვანელობით პირველად მოიგეს, „იბერიას“ კი, რომელსაც შესანიშნავი სტარტი ჰქონდა ამ სეზონში, ბოლო დროს არასტაბილურობა დასჩემდა, რადგან უკანასკნელ ოთხ ტურში მესამედ დამარცხდა.

„იბერია“ 32 ქულით მეორე ადგილზეა და მომდევნო ტურში „გაგრას“ შეხვდება, ხოლო „კოლხეთი“ 18 ქულით მეხუთე საფეხურზეა და შემდეგ მატჩს „დინამო თბილისთან“ ჩაატარებს.

0.126046