ძიუდო

19:44 | 23.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

გურამ თუშიშვილი მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონია

აბუ დაბიში მსოფლიოს ჩემპიონატის ბოლო საშეჯიბრო დღეს გურამ თუშიშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა და მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონია.

+100 კგ წონით კატეგორიაში თუშიშვილმა ალჟირელი მოჰამედ ელ მეჰდი ლილი, თურქი უბრაჰიმ თათაროღლუ, რუსი ტამერლან ბაშაევი და უზბეკი ალიშერ იუსუპოვი დაამარცხა. ფინალში გურამის მეტოქე სამხრეთკორეელი მიონიონ კიმი იყო, რომლის წინააღმდეგ დაძაბულ ბრძოლაში შეხვედრის მიწურულს იპონით წააგო.

თუშიშვილმა კარიერაში მესამე მედალი მოიპოვა მსოფლიოს ჩემპიონატებზე, რადგან 2018 წელს ოქრო, ხოლო 2022 წელს ბრინჯაო ჰქონდა მოგებული - ასე რომ, ახლა მას სამივე სინჯის მედალი აქვს.

საქართველოს ნაკრებმა ინდივიდუალურ პირველობაში მსოფლიოს ჩემპიონატი ორი ოქროს, ერთი ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მედალია, რომლებიც შესაბამისად, გიორგი სარდალაშვილმა (60 კგ), ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ), გურამ თუშიშვილმა (+100 კგ) და ვაჟა მარგველაშვილმა (66 კგ) მოიპოვეს.

საქართველო არაოფიციალურ გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილზე გავიდა და მხოლოდ იაპონიას ჩამორჩა, ხოლო 24 მაისს, მსოფლიოს ჩემპიონი გუნდურ შეჯიბრში გაიმართება.

აქვე გეტყვით, რომ 100 კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ესპანეთის სახელით მოასპარეზე ნიკოლოზ შერაზადიშვილმა.

0.106488