ფეხბურთი

19:14 | 23.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

ეროვნული ლიგის ლიდერმა ქულები დაკარგა

საქართველოს ეროვნული ლიგის მე-16 ტური ლიდერის და აუტსაიდერის დაპირისპირებით დაიწყო.

გორის „დილა“ „სამტრედიას“ ესტუმრა და მოულოდნელად ქულები დაკარგა. გორელები შესანიშნავ სეზონს ატარებენ, ხოლო სამტრედიელები პირიქით - ერთადერთი მოგება აქვთ და ბოლო საფეხურს იკავებენ.

თუმცა, „დილამ“ ვერ მოახერხა მეტოქის კარისთვის გასაღების მორგება და შეხვედრა ფრედ, 0:0 დასრულდა.

„დილა“ 35 ქულით ლიდერია და მომდევნო ტურში „დინამო ბათუმს“ შეხვდება, ხოლო „სამტრედია“ 9 ქულით მეათეა და წინ „თელავთან“ შეხვედრა აქვს.

ამ ტურში „იბერია“ „გაგრას“ თუ დაამარცხებს, „დილას“ დაეწევა, შესაბამისად, სატურნირო ცხრილში ორხელისუფლიანობა დამყარდება.

0.120742