ფეხბურთი

14:05 | 23.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

„ატალანტას“ პრეზიდენტმა ევროპა ლიგის მოგების შემდეგ კლუბში გასპერინის მომავალზე ისაუბრა

„ატალანტას“ პრეზიდენტმა ანტონიო პერკასიმ იმედი გამოთქვა, რომ გაგრძელდება თანამშრომლობა მთავარ მწვრთნელ ჯან პიერო გასპერინისთან, 2023/2024 წლების სეზონის ევროპა ლიგაში იტალიური კლუბის გამარჯვების შემდეგ. შეგახსენებთ, რომ ფინალში „ატალანტამ“ „ბაიერი“ ანგარიშით 3:0 დაამარცხა.

„ჩვენ კიდევ შევხვდებით და კვლავ განვიხილავთ კონტრაქტის პირობებს, მაგრამ ეს თასი დაგვეხმარება გავაგრძელოთ ერთობლივი მუშაობა“, - ციტირებს სოციალურ ქსელში პერკასის სიტყვებს ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო.

„ატალანტამ“ ისტორიაში პირველი ევროპული თასი მოიგო.

0.118668