ფეხბურთი

11:48 | 23.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

„პორტუ“ პეპესთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე ფიქრობს, მაგრამ…

„პორტუს“ ხელმძღვანელობა 41 წლის მცველ პეპესთან ხელშკრულების გახანგრძლივებაზე ფიქრობს, რომელსაც კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულში ეწურება, იუწყება A Bola.

წყაროს ცნობით, გუნდის ყოფილი პრეზიდენტი პინტო და კოშტა ცენტრალურ მცველთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე დათანხმდა, მაგრამ სიტუაცია ანდრე ვილაშ-ბოაშის მოსვლით შეიცვალა. პეპეს ასაკი და ტრავმები აბნევს კლუბის ხელმძღვანელობას.

პეპე „პორტუში“ „ბეშიქთაშიდან" 2019 წლის იანვარში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა.

მიმდინარე სეზონში მცველმა 34 მატჩი ჩაატარა, სამი ბურთი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა შეასრულა.

თეგებიპეპეპორტუ
0.115815