ტურინის „იუვენტუსის“ მწვრთნელად დიდი ალბათობით, ტიაგო მოტა დაინიშნება. ყველა გავლენიანი გამოცემა წერს, რომ შეთანხმება მიღწეულია.
იტალო-ბრაზილიელი მწვრთნელი „იუვესთან“ 3-წლიან კონტრაქტს გააფორმებს და მისი ხელფასი სეზონში 5 მილიონ ევროზე ნაკლები იქნება. მოტამ „ბოლონიას“ ხელმძღვანელობას გადაწყვეტილების შესახებ უახლოესი ორი დღის განმავლობაში უნდა აცნობოს.
„იუვენტუსიდან“ ცოტა ხნის წინ მასიმილიანო ალეგრი დაითხოვეს და ტიაგო მოტას დიდი ხანია უკავშირებენ. როგორც ჩანს, შეთანხმება საბოლოოდ შედგა.
41 წლის ტიაგო მოტას „პარი სენ-ჟერმენის“ 19-წლამდე გუნდში, „ჯენოასა“ და „სპეციაში“ აქვს ნამუშევარი, რომელსაც 2021-2022 წლების სეზონში სერია A-ში ადგილი შეანარჩუნებინა, ხოლო 2022 წლიდან „ბოლონიას“ მწვრთნელია, რომელიც 60-წლიანი პაუზის შემდეგ მისი ხელმძღვანელობით გავიდა ჩემპიონთა ლიგაზე.