საფრანგეთის ლიგა 1-ის ვებგვერდზე მაისის საუკეთესო გოლის გამოსავლენად გულშემატკივართა შორის გამოკითხვა მიმდინარეობს.
ნომინირებულ ხუთეულში გიორგი მიქაუტაძის გოლიცაა, რომელიც მან მიმდინარე თვეში „რენს“ გაუტანა.
ქართველის კონკურენტები არიან ტეჯი სავანიე (მონპელიე), ტაკუმი მინამინო (მონაკო), იან გბოჰო (ტულუზი) და მაჰდი კამარა (ბრესტი). ხმის მიცემა მოცემულ ბმულზეა შესაძლებელი.
შეგახსენებთ, რომ გიორგი მიქაუტაძემ ლიგა 1-ში ჩატარებულ 20 შეხვედრაში 13 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი მიითვალა. მიუხედავად იმისა, რომ ის ნახევარი სეზონი სხვა ლიგაში თამაშობდა, ბომბარდირებში მაინც მოახერხა მეშვიდე ადგილის დაკავება. „მეცი“ 30 მაისს და 2 ივნისს, ლიგა 1-ში დასარჩენად პლეი-ოფში ითამაშებს.