ფეხბურთი

16:52 | 22.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

"მონაკომ" გიორგი მიქაუტაძის ტრანსფერზე მუშაობა დაიწყო

საქართველოს ნაკრებისა და „მეცის“ თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე „მონაკოს“ ინტერესის ქვეშაა, რის შესახებაც ამჯერად Foot Mercato იტყობინება.

ფრანგული გამოცემის ცნობით, მხარეებს შორის შეხვედრები უკვე შედგა, რომელსაც „მონაკოს“ სპორტული დირექტორი ტიაგო სკურო ესწრებოდა. დაგეგმილია შეხვედრა „თავადების“ მთავარ მწვრთნელ ადი ჰიუტერთან, რათა განიხილონ ტრანსფერის შემთხვევაში გიორგის გამოყენების პირობები.

„მონაკოს“ ვისამ ბენ-იედერი ტოვებს, რის გამოც მაროკოელის შემცვლელს ეძებენ და ქართველის ვარიანტს განიხილავენ. მიქაუტაძეს სურს „მონაკოში“ გადავიდეს და მოსწონს ამ კლუბის პროექტი. მონეგასკებმა ლიგა 2-ში მეორე ადგილი დაიკავეს და შესაბამისად მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებენ.

გარდა ამისა, ფრანგული მედია მიქაუტაძეს „ლიონს“, „ლილს“, „ნიცას“, „მარსელს“ და „რენსაც“ უკავშირებს. ჯერჯერობით, ქართველი ფეხბურთელის სატრანსფერო უფლებები ამსტერდამის „აიაქსს“ ეკუთვნის.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მიქაუტაძემ ლიგა 1-ში ჩატარებულ 20 შეხვედრაში 13 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი მიითვალა. მიუხედავად იმისა, რომ ის ნახევარი სეზონი სხვა ლიგაში თამაშობდა, ბომბარდირებში მაინც მოახერხა მეშვიდე ადგილის დაკავება. „მეცი“ 30 მაისს და 2 ივნისს, ლიგა 1-ში დასარჩენად პლეი-ოფში ითამაშებს.

0.12881