ფეხბურთი

12:20 | 22.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

ვილი სანიოლმა ევროპის ჩემპიონატისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა დაასახელა

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა ევროპის 2024 წლის ჩემპიონატისთვის ცნობილია. ვილი სანიოლმა განაცხადი პრესკონფერენციაზე, ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს დაასახელა.

ფრანგმა სპეციალისტმა უეფას მიერ გაზრდილი კვოტით ისარგებლა და ევრო 2024-ზე 26 ფეხბურთელი მიჰყავს. თუმცა, მან არ გამოიძახაბა გაფართოებული შემადგენლობა და არჩევანი პირდაპირ 26 მოთამაშეზე გააკეთა. ამის მიუხედავად, 7 ივნისამდე, როცა უეფაში საბოლოო განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა, საჭიროების შემთხვევაში აქვს უფლება შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანოს, რაც ალბათ, მხოლოდ იძულებით შემთხვევაში მოხდება.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), გიორგი ლორია (დინამო თბილისი), ლუკა გუგეშაშვილი (ყარაბაღი, აზერბაიჯანი)

მცველები: საბა კვირკველია (ალ ოხდუდი, საუდის არაბეთი), გურამ კაშია (სლოვანი, სლოვაკეთი), გიორგი გველესიანი (პერსეპოლისი, ირანი), ლაშა დვალი (აპოელი, კვიპროსი), ლუკა ლოჩოშვილი (კრემონეზე, იტალია), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, პოლონეთი), ლევან შენგელია (პანეთოლიკოსი, საბერძნეთი), გიორგი წიტაიშვილი (დინამო ბათუმი), გიორგი გოჩოლეიშვილი (შახტარი, უკრაინა), ჯიმი ტაბიძე (პანეთოლიკოსი)

ნახევარმცველები: ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), ნიკა კვეკვესკირი (ლეხი, პოლონეთი), გიორგი ჩაკვეტაძე (უოტფორდი, ინგლისი), სანდრო ალთუნაშვილი (ვოლფსბერგერი, ავსტრია), გიორგი ქოჩორაშვილი (ლევანტე, ესპანეთი), ანზორ მექვაბიშვილი (კრაიოვა, რუმინეთი), ჯაბა კანკავა (სლოვანი, სლოვაკეთი), საბა ლობჟანიძე (ატლანტა, აშშ)

თავდამსხმელები: გიორგი მიქაუტაძე (მეცი, საფრანგეთი), ბუდუ ზივზივაძე (კარლსრუე, გერმანია), გიორგი ქვილითაია (აპოელი, კვიპროსი), ზურიკო დავითაშვილი (ბორდო, საფრანგეთი), ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი, იტალია)

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ევრო 2024-ზე F ჯგუფში თურქეთის (18 ივნისი, დორტმუნდი), ჩეხეთისა (22 ივნისი, ჰამბურგი) და პორტუგალიის (26 ივნისი, გელზენკირხენი) წინააღმდეგ ითამაშებს.

შეკრება, რომელსაც ნაკრები ავსტრიაში გაივლის, 28 მაისს დაიწყება. ვილი სანიოლის გუნდი ევროპის ჩემპიონატამდე 9 ივნისს, პოდგორიცაში, მონტენეგროს ნაკრებთან ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს. საქართველოს ნაკრები გერმანიაში ქალაქ დიუსელდორფის მახლობლობლად დაბინავდება, სადაც ევროპის ჩემპიონატის განმავლობაში მოემზადება.

0.117013