ფეხბურთი

17:10 | 21.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს 37-ე ტურის სიმბოლურ ნაკრებში

„ნაპოლის“ ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს 37-ე ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.

ქართველი შემტევი გამოცემა Goal-მა გამოარჩია და მის შესახებ დაწერა:

„ულამაზესი ჯარიმა გაიტანა, რითაც „ნაპოლის“ „ფიორენტინასთან“ მარცხი თავიდან აარიდებინა წყეული სეზონის დასრულებამდე 90 წუთით ადრე“.

ქართველმა ფეხბურთელმა იტალიურ კარიერაში საჯარიმო დარტყმით პირველად აიღო მეტოქის კარი და „ნაპოლის“ ქულა მოაპოვებინა.

მიმდინარე სეზონში ნეაპოლელთა რიგებში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 44 მატჩში კვარაცხელიას აქტივში 11 გოლი, 7 საგოლე პასი და 3 მოპოვებული პენალტია. სეზონის ბოლო მატჩს „ნაპოლი“ 26 მაისს, საკუთარ მოედანზე „ლეჩესთან“ გამართავს.

0.114238