ფეხბურთი

23:52 | 20.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

დავიდ გლუზმანი: "ლიგა 2-ში დავითაშვილზე უკეთესი შემტევი ფეხბურთელი მხოლოდ ერთია"

საფეხბურთო ანალიტიკოსმა დავიდ გლუზმანმა ზურიკო დავითაშვილი შეაქო. მისი აზრით, საფრანგეთის ლიგა 2-ში ასეთი თვისებების მქონე ფეხბურთელი მხოლოდ ერთია და ის „ბორდოს“ საუკეთესო ტრანსფერია უახლოეს წარსულში.

„გულწრფელად რომ ვთქვა, როდესაც ის მარტივად თამაშობს, აბსოლუტურად შეუჩერებელია. ლიგა 2-ში მოთამაშე შემტევებს შორის გოტიე ჰეინის გარდა, ასეთი თვისებების მოთამაშეს ნამდვილად ვერ ვხედავ. სამწუხაროა, რომ მან სეზონის სტარტი მთლიანად ჩააგდო. ალბათ, ეს განპირობებული იყო იმითაც, რომ არ შეუსვენია. მან ჯერ ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე ითამაშა, შემდეგ საკვალიფიკაციო ეტაპზე და ერთა ლიგაზე, ასე მგონია, რომ ბევრი ვერ დაისვენა.

თუმცა ის აბსოლუტურად გამორჩეული ფეხბურთელია. ადმარ ლოპესი უნდა შევაქოთ, ეს მისი საუკეთესო ტრანსფერია „ბორდოში“. აბსოლუტურად ყველაფერი აქვს: მოძრაობაში ტექნიკა, დრიბლინგი და ალტრუიზმი. როცა თავს მაღლა წევს, მაღალი ხარისხის ფეხბურთელია. ის „ბორდოს“ ყველაზე დიდი საბაზრო ღირებულებაა და ამან შეიძლება მომდევნო სეზონისთვის კლუბის დაფინანსებას ხელი შეუწყოს“, - თქვა გლუზმანმა.

შეგახსენებთ, რომ ზურიკო დავითაშვილმა ლიგა 2-ის 2023-2024 წლების სეზონი 37 მატჩში გატანილი 8 გოლით და 8 საგოლე პასით დაასრულა.

0.119181