არაბეთის გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ დაბიში გრძელდება მსოფლიოს ჩემპიონატი ძიუდოში, რომლის მეორე საშეჯიბრო დღეს ვაჟა მარგველაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
66 კგ წონით კატეგორიაში მარგველაშვილმა რუსი მურად ჩოპანოვი და უზბეკი სარდორ ნურილაევი დაამარცხა, მეოთხედფინალში კი იაპონელ ტაკეში ტაკეოკასთან წააგო და რეპეშაჟში გადავიდა, სადაც მონღოლ ერხემბაიარ ბატოგტოხს შეხვდა, რომელიც დაამარცხა და ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს, მისი მეტოქე კი, იტალიელი მატეო პირასი იყო, რომლის წინააღმდეგ იმარჯვა და ბრინჯაოს დაეუფლა. ვაჟამ კარიერაში მეორედ მოიგო მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი.
73 კგ წონით კატეგორიაში ორი ქართველი გამოვიდა, მაგრამ ორივემ პირველივე შეხვედრა წააგო. გიორგი ტერაშვილი ფრანგ ჟოან-ბენჟამინ გაბასთან, ხოლო ლაშა შავდათუაშვილი მონღოლ ანხზაია ლავიარგალთან დამარცხდა.
ქალთა შორის, 57 კგ წონით კატეგორიაში ნინო ლოლაძემ იასპარეზა, რომელმაც პირველ წრეში არგენტინელ ბრისა გომესს აჯობა, მაგრამ შემდეგ ბულგარელ იველინა ილიევასთან მარცხი განიცადა და ასპარეზობა დაასრულა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს აქტივში მსოფლიოს ჩემპიონატზე მარგველაშილის ბრინჯაოს გარდა, ერთი ოქროს მედალია, რომელიც 60 კგ წონით კატეგორიაში გიორგი სარდალაშვილმა მოიპოვა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ახლა ნაკრებში ისეთი სიტუაციაა კონკურენციის თვალსაზრისით, რომ რომელიმე ძიუდოისტმა უცხო ქვეყნის მოქალაქეობა რომ მოინდომოს შეიძლება არც არაფერი დააკლდეს ნაკრებს... როგორც ფეხბურთში ბრაზილიაა მოდებული მთელს მსოფლიოს, ისე უნდა მოვედოთ ძიუდოში
წლევანდელი გეგმა ჰაი-ჰაი რომ შესრულებულიც არის და გადასრულებულიც )) ჯანმრთელობა უპირველეს ყოვლისა !!!
ისე, მგონი ძალიან გადაახალისეს ჩვენი შემადგენლობა და ბექაურის გარდა კიდევ ბევრი არ იჭიდავეს. გოგოები საერთოდ არ მიდიანო, სადღაც წავიკითხე.
ეთოს გარდა გოგოები გინდა ტატამზე გასულან გინდა კუხნაში
ისე კუხნაში ერთ-ორ ჭიქას მაინც წააქცევნენ ტატამზე რაუნდა აკეთონ
დღეს ხომ იცი რა სიტუაციაა საქართველოში ან ყველა მღერის ან ყველა ჭიდაობს,ღმერთის წყალობით ბევრი გვყავს კარგი ახალგაზრდა