ფეხბურთი

17:22 | 20.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

ხორვატიის ნაკრების მწვრთნელმა ევროპის ჩემპიონატისთვის შემადგენლობა დაასახელა

ევრო 2024-სთვის ხორვატიის ნაკრების შემადგენლობაც ცნობილია, მაგრამ გაფართოებული.

მთავარმა მწვრთნელმა ზლატკო დალიჩმა 26 ფეხბურთელი გამოიძახა, თუმცა სარეზერვო სიაში კიდევ 9 ფეხბურთელი მიიწვია, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილებას 7 ივნისამდე მიიღებს.

ხორვატია მზადებას 26 მაისს დაიწყებს ქალაქ რიეკაში, სადაც 3 ივნისს, სპარინგს ჩრდილოეთ მაკედონიასთან ჩაატარებს, ხოლო 8 ივნისს, ლისაბონში, პორტუგალიას გაეჯიბრება. დალიჩის არჩევანი შემდეგნაირია:

მეკარეები: დომინიკ ლივაკოვიჩი (ფენერბაჰჩე), ივიცა ივუშიჩი (პაფოსი), ნედილიკო ლაბროვიჩი (რიეკა)

მცველები: დომაგოი ვიდა (აეკ), იოსიპ იურანოვიჩი (უნიონი), იოშკო გვარდიოლი (მანჩესტერ სიტი), ბორნა სოსა (აიაქსი), იოსიპ სტანიშიჩი (ლევერკუზენი), იოსიპ შუტალო (აიაქსი), მარტინ ერლიჩი (სასუოლო), მარინ პონგრაჩიჩი (ლეჩე)

ნახევარმცველები: ლუკა მოდრიჩი (რეალი), მატეო კოვაჩიჩი (მანჩესტერ სიტი), მარსელო ბროზოვიჩი (ალ-ნასრი), მარიო პაშალიჩი (ატალანტა), ნიკოლა ვლაშიჩი (ტორინო), ლოვრო მაიერი (ვოლფსბურგი), ლუკა უვანუშეში (ფეიენოორდი), ლუკა შუჩიჩი (ზალცბურგი), მარტინ ბატურინა (დინამო ზაგრები)

თავდამსხმელები: ივან პერიშიჩი (ჰაიდუკი), ანდრეი კრამარიჩი (ჰოფენჰაიმი), ბრუნო პეტკოვიჩი (დინამო ზაგრები), მარკო პიაცა (რიეკა), ანტე ბუდიმირი (ოსასუნა), მარკო პაშალიჩი (რიეკა)

სარეზერვო სია: ბორნა ბარიშიჩი (რეინჯერსი), დუჟე ჩალეტა-კარი (ლიონი), კრისტიან იაკიჩი (აუგსბურგი), დომინიკ კოტარსკი (პაოკ), ტონი ფრუკი (რიეკა), მარინ ლიუბიჩიჩი (ლასკი), იგორ მატანოვიჩი (კარლსრუე), ნიკო კრისტიან სიგური (ჰაიდუკი), პეტარ შუჩიჩი (დინამო ზაგრები)

შეგახსენებთ, რომ ხორვატიის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ესპანეთს (15 ივნისი), ალბანეთსა (19 ივნისი) და იტალიას (24 ივნისი) დაუპირისპირდება.

0.115796