ფეხბურთი

15:05 | 20.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

La Repubblica: კონტე დე ლაურენტისის ლოდინით დაიღალა და მოლაპარაკებები შეაჩერა
Il Mattino წერს, რომ "ნაპოლი" ვინჩენცო იტალიანოს შეუთანხმდა

„ნაპოლის“ დიდი ხანია ანტონიო კონტეს უკავშირებენ და გარკვეული გამოცემები იმაზეც წერდნენ, რომ შეთანხმებასთან მხარეები ახლოს იყვნენ. თუმცა, როგორც ჩანს, საქმე ასე სულაც არ არის.

როგორც La Repubblica იტყობინება, ანტონიო დაიღალა აურელიო დე ლაურენტისის ლოდინით, რომელმაც ვერ მიიღო გადაწყვეტილება და ამიტომაც, ნეაპოლურ კლუბთან მოლაპარაკებები შეაჩერა.

შესაბამისად, წყაროს თანახმად, იმის შანსი, რომ „ნაპოლი“ კონტემ ჩაიბაროს, შემცირდა. La Repubblica ახლა სტეფანო პიოლისა და ჯან პიერო გასპერინის ვარიანტებზე წერს.

პარალელურად, ნეაპოლური გაზეთი Il Mattino იტყობინება, რომ „ნაპოლიმ“ კონტრაქტის პირობები შეათანხმა ვინჩენცო იტალიანოსთან, რომელიც ფლორენციის „ფიორენტინაშია“, მაგრამ დიდი ალბათობით, კლუბს სეზონის ბოლოს დატოვებს.

ამრიგად, „ნაპოლიში“ მწვრთნელის საგა გრძელდება, ჯერჯერობით, ისევ უცნობია, ვინ იქნება „აძურის“ თავკაცი მომდევნო სეზონში.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.107692