ფეხბურთი

22:00 | 19.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ტორპედო" სამეულს მიუახლოვდა, "გაგრამ" გასავარდნი ზონა დატოვა

საქართველოს ეროვნული ლიგის მე-15 ტურში ქუთაისის „ტორპედომ“ სტუმრად ფოთის „კოლხეთი“ 5:2 დაამარცხა და ზედიზედ მეორედ გამარჯვება მოიპოვა.

პირველ ტაიმში ელიტონ ჟუნიორმა და ჟორჟინიომ გაიტანეს. მეორე ნახევარში გიორგი ხარებავამ სხვაობა შეამცირა, მაგრამ მალევე ბიორნ იონსენმა გაიტანა, ხოლო შემდეგ ფელიპე პირესმა და ნიკოლა ნინკოვიჩმა დალაშქრეს ფოთელთა კარი. მასპინძლებმა მხოლოდ ის შეძლეს, რომ გიორგი მელქაძის პენალტით ჩამორჩენა ოდნავ შეამცირეს.

ქუთაისის „ტორპედო“ 26 ქულით მეოთხე ადგილზეა და „გაგრას“ შეხვდება, ხოლო „კოლხეთი“ 15 ქულით მერვე საფეხურზეა და მომდევნო ტურში „იბერიას“ დაუპირისპირდება.

„გაგრამ“ უშუალო კონკურენტი „თელავი“ 2:0 დაამარცხა, მეორე ტაიმში მათე ვაწაძისა და გიორგი ხარებაშვილის გოლებით. ორივე გოლი ძალიან ლამაზი იყო, მაგრამ განსაკუთრებით ვაწაძის, რომელმაც საოცარ სტილში მაკრატელა დარტყმით გაიტანა და ვინ იცის, სეზონის ულამაზესი გოლიც შეაგდო.

გიორგი ონიანის გუნდი 16 ქულით მეშვიდეა და მომდევნო ტურში „ტორპედოს“ ეთამაშება, ხოლო „თელავი“ 13 ქულით მეცხრე ადგილზეა და წინ „სამგურალთან“ მატჩი აქვს.

0.113646