სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

16:48 | 19.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსი" დროებით პაოლო მონტეროს ჩააბარეს

ტურინის „იუვენტუსს“ მიმდინარე სეზონის დარჩენილ ორ მატჩში დროებით პაოლო მონტერო უხელმძღვანელებს. მა გუნდი პირველად დღეს უკვე ავარჯიშა.

მონტერო 2022 წლიდან „იუვენტუსის“ 19-წლამდე გუნდის თავკაცია და მას შემდეგ, რაც მასიმილიანო ალეგრი გაათავისუფლეს, გუნდის გაძღოლა დროებით დაავალეს.

„იუვე“ სერია A-ს ბოლო ორ ტურში „ბოლონიასა“ და „მონცას“ წინააღმდეგ ითამაშებს. ტურინელებს ჩემპიონთა ლიგის საგზური უკვე მოპოვებული აქვთ, შესაბამისად, დარჩენილ მატჩებს სატურნირო დატვირთვა არ აქვთ.

პაოლო მონტერო „იუვენტუსს“ კარგად იცნობს, რადგან გარდა იმისა, რომ პრიმავერაში მუშაობს, 1996-2005 წლებში ტურინული გრანდის ღირსებას იცავდა და 278 შეხვედრაში 6 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.119767