ძიუდო

14:00 | 19.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

კიდევ ორი მედლის შანსი - ჩიკოიძე ოქროს, ყიფშიძე კი ბრინჯაოს შეუტევს

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გრძელდება გრან პრის გათამაშება პარა ძიუდოში. მეორე საშეჯიბრო დღეს ტატამზე 6 ქართველი სპორტსმენი ვიხილეთ.

+90 კილოგრამ წონით კატეგორიაში ფინალში გასვლა შეძლო რევაზ ჩიკოიძემ, რომელმაც ნახევარფნალში ყაზახ მოწინააღმდეგეს იპონით სძლია. ამავე წონაში რამინ ყიფშიძე კი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს.

ამრიგად, მოპოვებული 2 ბრინჯაოს მედლის შემდეგ, რომელიც პირველ დღეს ზურაბ ზურაბიანმა და გიორგი ქალდანმა დაისაკუთრეს, დღეს ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლები კიდევ ორი მედლის, ოქროს და ბრინჯაოს აღებას შეეცდებიან.

ტურნირზე პარიზის პარალიმპიური თამაშების ლიცენზიები თამაშდება, რომელიც ხუთ ქართველ პარა ძიუდოისტს უკვე მოპოვებული აქვს.

გეტყვით, რომ ფინალური ბლოკი 15:00 საათიდან დაიწყება. მასშტაბური საერთაშორისო ღონისძიება პარალიმპიური სპორტის ეგიდით საქართველოში მეექვსედ ტარდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.112054