თბილისის გრან პრის პირველ საშეჯიბრო დღეს ქართველმა პარა ძიუდოისტებმა ორი მედალი მოიპოვეს. ტურნირზე საწყის დღეს საქართველოს სახელით 4 სპორტსმენი გამოდიოდა.
63 კილოგრამ წონით კატეგორიაში ზურაბ ზურაბიანმა მესამე ადგილისთვის დაპირისპირებაში ბრაზილიელ ტიაგო და სილვას დაამარცხა, ხოლო 73 კილოგრამში გიორგი ქალდანმა ოლიმპიურ ჩემპიონ, უზბეკ ფერუზ საიდოვს სძლია.
ორივე მათგანს პარიზის პარალიმპურ თამაშებზე ლიცენზია უკვე მოპოვებული ჰქონდა. თბილისის გრან პრი 2024 დღეს დასრულდება და მედლების და ლიცენზიების მოპოვებას 6 ქართველი პარა ძიუდოისტი ეცდება.
ამ ეტაპზე საქართველოს პარა ძიუდოში 5 ლიცენზია უკვე მოპოვებული აქვს:
ზურაბ ზურაბიანი
გიორგი ქალდანი
ინა ქალდანი
ლაშა ყიზილაავილი
რევაზ ჩიკოიძე
აქვე გეტყვით, რომ თბილისის გრან პრი 2024 მე-6 საერთაშორისო ტურნირია, რომელიც საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის ორგანიზებით დედაქალაქში იმართება.