სტამბოლის „ბეშიქთაში“ მთავარ მწვრთნელად ჟოზე მოურინიოს დანიშვნას ცდილობს. ამის შესახებ ინფორმაცია თურქულ მედიას „არწივების“ ვიცე-პრეზიდენტმა ჰუსეინ იუჩელმა დაუდასტურა.
როგორც მან თქვა, მოურინიოს პირადად შეხვდება და მის დარწმუნებას ეცდება.
„ეკონომიკური დეტალები მოგვარებულია. მომავალ კვირას იტალიაში წავალთ და მოურინიოს პირისპირ შევხვდებით. თუ შეთანხმებას მივაღწევთ, ვურჩევთ, რომ სამწვრთნელო შტაბში კვარეჟმაც შეიყვანოს, ეს „ბეშიქთაშს“ ფინანსურ ტვირთს არ შეუქმნის, ამის მოგვარება სპონსორებთან ერთად შეგვიძლია“, - თქვა იუჩელმა.
აღსანიშნავია, რომ ჟოზე მოურინიოს „ფენერბაჰჩეც“ იწვევს, ყოველ შემთხვევაში, პრეზიდენტობის კანდიდატმა აზიზ ილდირიმმა განაცხადა, რომ თუ ის გაიმარჯვებს, პორტუგალიელ სპეციალისტს გუნდში დანიშნავს.