იტალიის საკალათბურთო სერია A-ს მეოთხედფინალურ სერიაში „ვირტუს ბოლონიამ“ „ტორტონასთან“ წააგო და საერთო ჯამში ანგარიში გათანაბრდა - 2:2.
ბოლონიელებმა 75:82 წააგეს და შინ ზედიზედ ორი გამარჯვების მერე, უპირატესობა ხელიდან გაუშვეს. ასე რომ, ყველაფერს მეხუთე მატჩი გაარკვევს, რომელიც ბოლონიაში გაიმართება.
თორნიკე შენგელიამ 17 წუთში მხოლოდ 4 ქულა, 6 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. ქართველმა კალათბურთელმა 5-დან 2 ორქულიანი ჩააგდო, ხოლო 1 სამქულიანი ააცილა.
სერიის მეხუთე და გადამწყვეტი მატჩი 21 მაისს გაიმართება და გამარჯვებული ნახევარფინალში გავა.