ფეხბურთი

21:50 | 18.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

„ბაიერნმა“ ანტირეკორდი გაიმეორა

„ბაიერნმა“ ახალდასრულებულ ბუნდესლიგაში 8 მარცხი განიცადა, რაც 2007 წლის შემდეგ ყველაზე ცუდი შედეგია. მაშინ ამდენი წაგების გამო მთავარი მწვრთნელი, ფელიქს მაგათი გაათავისუფლეს. იმ სეზოში „ბაიერნმა“ 60 ქულით მეოთხე ადგილი დაიკავა, რის შემდეგაც გუნდი ოტმარ ჰიტცფელდმა ჩაიბარა.

ასევე მიუნხენურმა კლუბმა 2011 წლის შემდეგ პირველად დაიკავა მეორეზე დაბალი ადგილი.

თომას ტუხელის გუნდი დღეს, 18 მაისს, ბოლო ტურში „ჰოფენჰაიმთან“ სტუმრად 2:4 დამარცხდა, 72 ქულა მოაგროვა და მესამე ადგილზე დაასრულა ჩემპიონატი.

მიუნხენელები მეექვსე წუთისთვის 2:0 იგებდნენ, მაგრამ მაინც დამარცხდნენ. ჰეთ-თრქი შეასრულა მასპინძელთა ხორვატმა შემტევმა, ანდრეი კრამარიჩმა.

0.11553